"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ფონდს სასკოლო განათლებაში გაწეული უანგარო დახმარებისთვის. პროექტი, რომელიც ნიგვზარის საჯარო სკოლაში დაფინანსდა იყო ინკუბატორი. პროექტის შედეგების მდგრადობაზე თავისთავად მეტყველებს ის ფაქტი, რომ პროექტის ფარგლებში აწყობილი ინკუბატორი ახლა კვლევის და დაკვირვების პროცესშია, ბიოლოგიური პროცესების შესწავლის თვალსაზრისით. კიდევ მეტი სტიმული მოგვეცა პედაგოგებს ვაკეთოთ მეტი, შევთავაზოთ მოსწავლეებს მეტი შესაძლებლობები და გავხადოთ ჩვენი სასკოლო ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო. მოვუწოდებ კოლეგებს, აქტიურად ითანამშრომლონ აღნიშნულ ფონდთან."
"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირადად ჩემი და იდლიანის სკოლის სახელით, მხარდაჭერისთვის და ხარისხიანი განათლების მიღებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენისთვის. ჩვენმა სკოლამ donors.edu.ge-ის საშუალებით შეიძინა პროექტორის ეკრანი, მოძრავი დაფა და მათემატიკის უამრავი რესურსი. წარნატებები ამ კეთილ საქმეში."
"საგანმანათლებლო პროექტების დასაფინანსებელი ინტერნეტ პლატფორმასთან თანამშრომლობა 2021 წლის ზაფხულში დავიწყეთ. დონაციის შედეგად სკოლამ 1’000 ლარის ღირებულების პირველადი ნივთები მიიღო, რის შედეგადაც, სკოლაში სოციალურმა საწარმომ დაიწყო ფუნქციონირება. სოციალური საწარმო დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. სკოლაში უკვე მოეწყო ორი გამოფენა-გაყიდვა. მარნეულის N2 საჯარო სკოლაში განხორციელებულ დონაციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბიჭებისა და გოგონების თანაბარი ჩართულობის თვალსაზრისით."
"Donors.edu.ge-ს მიერ მოწოდებული წიგნებით და პროექტორით მოგვეცა საშუალება დავგეგმოთ სახალისო აქტივობები მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩვენს პროექტს მიაქცევდნენ ყურადღებას და ასე უანგაროდ დაგვეხმარებოდნენ. დიდი მადლობა ორგანიზაციის გუნდს ჩვენი ოცნების ახდენაში."
"ჩვენი სკოლა 1998 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მოსწავლეები აჭარიდან ჩამოსული ეკომიგრანტები არიან. აქამდე სკოლას ბიბლიოთეკა არ ჰქონდა, რადგან ამ სოფელში ეკომიგრანტებს არც სკოლა დახვდათ და შესაბამისად, არც ბიბლიოთეკა. Donors.edu.ge -ს დაფინანსებით სკოლამ შეიძინა 100-მდე წიგნი და ამით ფაქტობრივად შევქმენით მცირე ბიბლიოთეკა. Donors.edu.ge -ს დამსახურებაა, რომ დღეს გუმბათის საჯარო სკოლას მხატვრული ლიტერატურა აქვს და მოსწავლეებს შეუძლიათ აქვე გამოიწერონ მათთვის საინტერესო წიგნები."
"მოგეხსენებათ ქიმიის სწავლებას ესაჭიროება შესაბამისი ლაბორატორია, ჭურჭელი და რეაქტივები, რაც წალკის მეორე საჯარო სკოლას არ გააჩნდა. სკოლის დირექტორისაგან შევიტყვე ორგანიზაციის donors.edu.ge-ს არსებობა. დავწერე პროექტი, სადაც ვითხოვდი ელემენტარული ცდების ჩატარებისათვის საჭირო ჭურჭელს და რეაქტივებს. როცა ორგანიზაციიდან დაფინანსების თანხმობა მივიღეთ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გაჩნდა შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის უსაფრთხო ცდების ჩატარებისა და ქიმიის სწავლა/სწავლების პროცესიის გაუმჯობესების, მოსწავლეების დაინტერესების და მათში მოტივაციის ამაღლების."
"საკლასო იდეის დაფინანსება, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისათვის, რაც გულისხმობს ისტორიის საინტერესო გაკვეთილისათვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფას. ამ ყოველივემ კი საშუალება მომცა, მოსწავლეებისათვის უფრო მეტად საინტერესო, თვალსაჩინოებით დატვირთული გაკვეთილის ჩატარების, ეს კი მოსწავლეების სწავლების დონესა და მოტივაციაზე დადებითად აისახა."