მიკროსკოპი რუსთავის №21 საჯარო სკოლისთვის

ნინო შარიქაძე
დაწყებითი კლასის წამყვანი მასწავლებელი
ქალაქ რუსთავის N21 საჯარო სკოლა

მე გახლავართ, რუსთვის N21 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი. აღნიშნულ სკოლაში ვმუშაობ უკვე მეოთხე წელია და აქტიურად ვარ ჩართული სასკოლო საქმიანობაში. ვცდილობ, ჩავერთო სხვადასხვა საინტერესო პროექტებში და ამით გავაუმჯობესო ჩემი სწავლების ხარისხი, სკოლასაც მოვუტანო სარგებელი და ჩემი მოსაწავლეებისთვისაც უფრო სახალისო გავხადო სწავლების პროცესი.

ამ პროექტით ისარგებლებს 1600 მოსწავლე
შესაგროვებელი 700 
შეგროვდა 700 
100.00%

პროექტი დასრულდა წარმატებით!
პროექტის მიზანი
პროექტი საშუალებას მოგვცემს, მოსწავლეები უფრო მეტად დავაინტერესოთ საბუნებისმეტყველო საგნებით.
პროექტის აღწერა
ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას, როგორც დაწყებით, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურებზე, თეორიულ მასალასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისი ექსპერიმენტების, დაკვირვევებისა და ცდების ჩატარებას. აღნიშნული იწვევს მოსწავლეთა წახალისებას, საგნით დაინტერესებას და მათი მოტივაციის გაზრდას. ერთხელ, მეორე კლასელებთან ბუნებისმეტყველების გაკვეთილის ჩატარებისას, მოსწავლეები დაინტერესდნენ მცენარის ფოთლით და მისი შემადგენლობით. სამწუხაროდ, სკოლაში არ აღმოგვაჩნდა მიკროსკოპი, რომ მათ შეძლებოდათ მასალაზე დაკვირვება. მიკროსკოპი ერთნაირად საჭიროა, ბუნებისმეტყველების, ქიმია-ფიზიკისა და ბიოლოგიის მასწავლებლებისთვის, იმისთვის რომ გაკვეთილები უფრო თვალსაჩინო, საინტერესო და სახალისო გახადონ.
პრობლემის ფორმულირება
პროექტის მიზანია, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულადაც მოხდეს საგნისა და საკითხის შესწავლა.
პროექტის რესურსები და ბიუჯეტი
1 ცალი მიკროსკოპი.