მოსწავლე შეძლებს მიკროორგანიზმების შედარებას მათი აგებულებისა და ცხოველქმედების თავისებურებების მიხედვით, ერთმანეთისაგან განასხვავებს ვირუსულ და ბაქტერიულ დაავადებებს, იმსჯელებს დაავადებების პრევენციის შესახებ.
მოგეხსენებათ, როგორი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე საგანმანათლებლო სფეროში STEM საგნების გაძლიერებით სწავლებას. იმისათვის, რომ მოსწავლეები დავაინტერესოთ სამეცნიერო დისციპლინებით, საჭიროა გვქონდეს კარგად მოწყობილი ლაბორატორია, მასალები და ნედლეული. მიკროსკოპის გამოყენებით შევძლებთ: მიკროსკოპის აგებულებისა და გამოყენების შესწავლას, მიკროპრეპარატების დამზადებას, მუდმივ პრეპარატებზე დაკვირვებას, დავინახავთ პროკარიოტებსა და ეუკარიოტებს შორის თვალსაჩინო განსხვავებას, მოსწავლეები თავს იგრძნობენ პატარა მეცნიერების როლში.
მოსწავლეებს ნაკლები ინტერესი აქვთ სამეცნიერო საგნების მიმართ. ვფიქრობ, ლაბორატორიული აღჭურვილობით უფრო მეტად ჩავრთავთ და მკვლევარის როლს შევთავაზებთ მოსწავლეებს, რაც გაზრდის მათ მოტივაციას.