მოსწავლეები შეძლებენ სკოლაში შეძენილი ცოდნის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნან ინკუბატორი. დენის წყაროს, სადენების, ტრანზისტორის, რელეს, ნათურების, ტემპერატურისა და ტენიანობის სენსორების, ვენტილატორის, სერვოძრავასა და მიკროპროცესორ არდუინოს გამოყენებით ააწყობენ შერეულ წრედს. პროგრამა „TINKERCAD”-ში, ჯერ ვირტუალურად ააწყობენ და დააპროგრამებენ ინკუბატორის სამართავ მექანიზმს, ხოლო შემდეგ მიკროპროცესორ არდუინოს გამოყენებით რეალურ წრედს დაამონტაჟებენ. საინკუბაციო კვერცხები განთავსდება რკინის ან პლასტმასის ბადეზე, დაახლოებით 15 ცალი. ასევე, მათი ავტომატური ბრუნვისათვის დამატებით საჭიროა ეს ყველაფერი განთავსდეს ჰერმეტულად დაცულ ყუთში, (რომელსაც სასურველია გამჭვირვალე კედლები ჰქონდეს მეტი თვალსაჩინოებისთვის). ეს პროექტი მოიცავს არამხოლოდ, ფიზიკის საგნობრივ საკითხებს, არამედ აქ მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება კვლევითი პროექტის განხორციელება ბიოლოგიაში.
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები შეძლებენ სასკოლო ფიზიკაში ნასწავლი საკითხების (ელექტრომაგნეტიზმი, ნახევარგამტარები, ელექტრული წრედი-მიმდევრობითი და პარალელური შეერთება, მექანიკა, დინამიკა) პრაქტიკაში გამოყენებას, ბიოლოგიაში ნასწავლი „ცოცხალი ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლი“-ს ბუნებრივ პირობებში დაკვირვება-გამოკვლევას, კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას, კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებას. ასევე, განივითარებენ სამეწარმეო უნარებს. ამ გზით შეიძენენ ქმედით ცოდნას.
მოგეხსენებათ, ზოგადად პრობლემურ მდგომარეობაშია საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება საქართველოს მასშტაბით, რისი ძირითადი მიზეზი არის რესურსების ნაკლოვანება კვლევითი აქტივობების განსახორციელებლად. ცხადია, კვლევით სამუშაოში მოსწავლეთა ჩართვა ანვითარებს კრიტიკულ, ანალიტიკურ, შემოქმედებითსა და ანალიზის უნარებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩაერთონ როგორც ფიზიკის, ასევე ბიოლოგიის კვლევით აქტივობებში.
• ვარვარის 40 ვატიანი ნათურები, დასადგამი სამაგრებით 6 ცალი;
• რკინის ან პლასტმასის ბადე დაახლოებით 90 სმ2;
• რკინის ან პლასტმასის ჯოხები;
• მიმყვანი სადენები;
• მიკროპროცესორი არდუინო;
• კომპიუტერი;
• ტემპერატურის სენსორი;
• ტენიანობის სენსორი;
• რელე;
• სერვო ძრავა;
• ვენტილატორი;
• დენის წყარო 12 ვოლტიანი;
• ყუთი ინკუბატორისთვის, გამჭვირვალე კედლებით