უცხოური ენაზე ინფორმაციის მოსმენა-გაგების უნარისა და სწორი წარმოთქმის ჩამოყალიბება აუცილებელია წარმატებული ინტერაქციისათვის. Პროექტის მიზანია მოსასმენი დავალებების ისეთი გზებით შესრულება, რომლებიც საინტერესოს გახდის უცხოურ ენაზე მოსმენას და საშუალებას მისცემს მოსწავლეს, ეფექტურად გამოიყენოს ენა კომუნიკაციისათვის. აღნიშნული პროექტის დახმარებით უზრუნველვყობთ სასწავლო პროცესის გამდიდრებას ისეთი ტიპის სავარჯიშოებითა და ვიზუალური მასალებით, როგორებიცაა ინტერვიუები, მოთხრობები, ინგლისური სიმღერები, ფილმები და სხვა.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, უცხო ენის შესწავლა ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. უცხო ენის სწავლების პრიორიტეტული მიზანია, მოსწავლეს განუვითარდეს მოსმენის, წერა-კითხვის და საუბრის უნარები. უცხო ენის სწავლების მოტივაციის ასამაღლებლად კი საუკეთესო გზაა ენის შესწავლა თამაშის, სიმღერების და ფილმების საშუალებით. ამ მიზნის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო სივრცეში არსებობდეს შესაბამისი ტექნიკური თუ ვიზუალური საშუალებები. დამხმარე რესურსების არსებობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინტერესის ზრდას და მათი მოტივაციის ამაღლებას.
მოსწავლის მიერ მოსმენილის გააზრებისა და თავისუფალი კომუნიკაცითვის, საჭიროა მოსმენის უნარების განვითარება ინტენსიური ვარჯიშით. სამწუხაროდ, საკლასო სივრცეში ნაკლებად ხერხდება მიზნის მიღწევა, ტექნიკური საშუალებების უქონლობის გამო.