მოსწავლეები შეძლებენ ელექტრონული რესურსების გამოყენებას და საკუთარი ნაშრომების გაზიარებას. ამაღლდება მათემატიკის სწავლისადმი ინტერესი და მოტივაცია. გაუმჯობესდება მათემატიკის შესწავლის დონე. გაიაზრებენ და კრიტიკულად შეაფასებენ სხვადასხვა საკითხებს. მოსწავლეებს განუვითარდებათ დაკვირვების, მსჯელობის, პრობლემის იდენტიფიცირების, დასკვნების გამოტანისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარები.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, მათემატიკის სწავლება ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში საჭიროა მრავალი ვიზუალური ელექტრონული რესურსის გამოყენება, რომ მოსწავლეები დავაინტერესოთ და მათთვის უფრო აღქმადი გავხადოთ შესასწავლი თემა. Geogebra და Desmos პროგრამების გამოყენება სწავლებაში, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მოკლე დროში ააგონ ფუნქციათა გრაფიკები და დააკვირდნენ მათ გარდაქმნებს. შეისწავლონ ბრტყელი და სივრცული ფიგურების შლილები და მათი თვისებები. მიუხედავად იმისა რომ ვიყენებ პირად კომპიუტერს აღნიშნული პროგრამებით ნახაზებისა და გეომეტრიული ფიგურების ასაგებად, მათემატიკური საკითხების ინტერაქტიულად ასახსნელად ეს მაინც არ არის საკმარისი. პროექტორის დახმარებით მოსწავლეები მოახდენენ საკუთარი ნაშრომებისა და პრეზენტაციების დემონსტრირებას. მოისმენენ სკოლის ვიდეო გაკვეთილებს, ყურადღებას გაამახვილებენ მნიშვნელოვან საკითხებზე და იმუშავებენ საკითხის შესაბამის სიმულაციებზე.