1. ცდებისა და ექსპერიმენტების საფუძველზე, საკითხის ,,არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები” ღრმად შესწავლა 2. ნაერთთა კლასებს შორის გენეტიკური კავშირის დადგენა 3. მოსწავლეებში ცდებისა და ექსპერიმენტების დაგეგმვა-ჩატარების, შედეგების ანალიზისა და კვლევის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება 4. მოსწავლეთა დაინტერესება და მათი მოტივაციის გაზრდა ქიმიის სწავლებისას 5. სასწავლო პროექტებისა და კომპლექსური დავალებების შესრულების ხელშწყობა.
საბუნებისმეტყველო საგნების (კერძოდ ქიმიის) სწავლებისას, თეორიულ მასალასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისი ცდებისა და ექსპერიმენტების ჩატარებას, რაც იწვევს მოსწავლეთა საგნით დაინტერესებას და მათი მოტივაციის გაზრდას. სწორედ ცდებსა და ექსპერიმენტებზეა დაფუძნებული ჩვენს მიერ შერჩეული სასკოლო პროექტი ,,საინტერესო ცდები ქიმიაში”. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ IX კლასის მოსწავლეები.
საჯარო სკოლების უმრავლესობაში (განსაკუთრებით რეგიონებში), ქიმიის პედაგოგები გარკვეული სირთულეების წინაშე აღმოვჩნდით, რადგან განვიცდით შესაბამისი რეაქტივებისა და ლაბორატორიული ინვენტარის ნაკლებობას. შეძლებისდაგვარად, ვსარგებლობთ ქიმიის ვირტუალური ლაბორატორიის პლატფორმით, მაგრამ რეალური ცდების ცდების ჩატარება განსაკუთრებით ახალისებს მოსწავლეებს, ხელს უწყობს მათში ექსპერიმენტის დაგეგმვის, ჩატარების, შედეგების გაანალიზების, აგრეთვე დასკვნების გაკეთების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.