მთავარი მიზანი მოსწავლეების კვლევის უნარების განვითარება და ინოვაციების დანერგვაა. ჩვენი პრობლემაც ეს არის, ფიზიკას მხოლოდ სახელმძღვანელოთი ვასწავლი, არადა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მხოლოდ თეორიული სწავლება არაეფექტურია, რადგან ვერ ხდება ზუსტი აღქმა. საგანი რომ საინტერესო გახდეს მოსწავლეებმა პრაქტიკულად უნდა აკეთონ, პროცესებს დააკვირდნენ და განივითარონ მკვლევარის უნარები. გვჭირდება ტექნიკური რესურსები, ლაბორატორია, რათა მოსწავლეებმა ატარონ ცდები, განივითარონ კვლევითი უნარ-ჩვევები და მოახდინონ მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მთავარი პრობლემა, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა და ამ საგნებისადმი მათი ინტერესის ნაკლებობაა. არსებული პრობლემის იდენტიფიცირებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შემცირებისათვის აუცილებელია ფიზიკის ლაბორატორია, რაც სწავლის პროცესს უფრო ეფექტურს, აღქმადს და საინტერესოს გახდის. რეალური ლაბორატორია კეთებითი სწავლების უნიკალური შესაძლებლობაა, ის საშუალებას აძლევს მოსწავლეს, რეალური ექსპერიმენტის დროს მიიღოს მონაცემები, გაანალიზოს შედეგები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
ამჟამად ჩატარებული ფიზიკის გაკვეთილები ძირითადად მოიცავს თეორიულ ნაწილს და მოსწავლეებისათვის ხდება უინტერესო საგანი, რადგანაც სკოლას არ გააჩნია ფიზიკის სრული ლაბორატორია. რომლის შეძენა დაკავშირებულია ფინანსებთან. სკოლის ბიუჯეტი ამის საშუალებას არ იძლევა. ამიტომ ჩემს მიერ წარმოდგელინი გეგმის დამტკიცება მნიშვნელოვანი იქნება, ფიზიკის სწავლების პროცესის, აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად. პროექტი დამეხმარება სასწავლო პროცესში მოსწავლეებმა აქტიურად გამოიყენონ მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო მეთოდები და მისი დახმარებით, ყველა მოსწავლე, ინდივიდუალური ინტერესების და ასაკის გათვალისწინებით, ჩაერთოს პრაქტიკული მეცნიერული კვლევა-ძიების პროცესში. რეალური ცდის ჩატარებისას, ნებისმიერი მანიპულაციები და მოქმედებები ხელსაწყოებთან სახალისოს გახდის საგაკვეთილო პროცესს.