წესები და პირობები

ზოგადი პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა (შემდგომში „მასწავლებელი“ ან/და „დონორი“) და ააიპ „თანამშრომლობა განათლებისთვის“ (შემდგომში „ფონდი“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ფონდის კუთვნილი ვებგვერდის (შემდგომში პლატფორმა) გამოყენებასა და მომსახურების მიღებას.

ააიპ „თანამშრომლობა განათლებისთვის“ donors.ge პლატფორმის საშუალებით მასწავლებლებს სთავაზობს სასკოლო პროექტების განთავსების, ხოლო დონორებს – დაფინანსების შესაძლებლობას წინამდებარე „წესებით და პირობებით“ განსაზღვრული პირობებით.

წინამდებარე „წესებზე და პირობებზე“ დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურს ფონდის მიერ ოპერირებად პლატფორმაზე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ფონდის მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს.

ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს ფონდის პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. ფონდის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ფონდი თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, დონორი ასევე ეთანხმება შემოწირულობის დაბრუნების პორობებს.

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

პირადი ანგარიში (პროფილი) – ნიშნავს დონორის მიერ ვებგვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;

ავტორიზაცია – ნიშნავს დონორის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წვდომას.

გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ დონორის და მასწავლებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე;

ვებგვერდი – ნიშნავს ფონდის კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ვებგვერდს “www.donors.ge”;

ფონდი, ჩვენ ან ჩვენი – ნიშნავს ააიპ „თანამშრომლობა განათელებისთვის“, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 405433696, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ილია ჭავჭავაძის გამზ., N33.

ფონდის სერვისი – სასკოლო პროექტების დაფინანსებისთვის შექმნილი პლათფორმა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები;

მომხმარებელი, მომხმარებლები, თქვენ – ნიშნავს პლატფორმაზე რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ დონორს, პროექტის ავტორ მასწავლებელს ან ვიზიტორს (ფიზიკურ ან იურიდიულ პირს) ცალ-ცალკე და ერთად;

მხარეები – ნიშნავს ფონდს და მის მომხმარებლებს;

მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა ფონდისა და მომხმარებლისა.

მომსახურება – მასწავლებლის მიერ სასკოლო პროექტის ფონდის პლატფორმაზე, შემდგომი დაფინანსების მიზნით, განთავსების შესაძლებლობა. ასევე, დონორების მიერ პროექტისთვის შემოწირულობის განხორციელების შესაძლებლობა.

პროექტი – სასკოლო კლასის საჭიროებების მოსაგვარებლად, მასწავლებლის მიერ შედგენილი გეგმა/პროექტი.

პლატფორმა – ფონდის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს ფონდის ვებგვერდს ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის ფონდის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით;

საკონტაქტო ინფორმაცია – მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ოპერაცია – მომხმარებლის მიერ ვებგვერდის გამოყენებით ფონდის მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.

უნივერსალური იდენტიფიკატორები – მომხმარებლის მიერ ფონდისთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (სახელი, გვარი, სკოლის სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი), რომელთაც იგი უთითებს იდენტიფიკაციის სისტემაში ან/და პროექტის გამოგზავნისას და რის საშუალებითაც შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს ფონდის მომსახურებებით;

წვდომის კოდ(ებ)ი – კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ფონდმა შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებებთან წვდომისათვის;

ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს.

ელექტრონული ხელმოწერა – პლატფორმის მეშვეობით თანხმობის ღილაკზე დაჭერა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა ან/და ხელმოწერილი დოკუმენტის დასკანერებული ფორმით მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალების  მეშვეობით.

სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.

განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ:

  • მომხმარებელი არის დამოუკიდებელი პირი და არ წარმოადგენს ფონდის დასაქმებულს, პარტნიორს ან/და აგენტს;
  • არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი, რომელსაც ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ შესაბამისად გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს ფონდის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
  • მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
  • გაეცნო წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
  • მის მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის ზუსტი;
  • მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
  • პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნისას, პროექტის გამოგზავნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ კანონმდებლობასთან;
  • მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ფონდის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ფონდისთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
  • იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
  • თანახმაა, პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნის ან პროექტის გამოგზავნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ფონდმა მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
  • მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ფონდს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
  • ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
  • არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;
  • მომხმარებელი ადასტურებს, რომ არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც:
    • არღვევს ფონდის კონფიდენციალურობისა და ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და სტანდარტებსა;
    • არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური;
    • არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;
    • შეიცავს ვირუსებს ან მავნებელ კოდებს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს ვებგვერდის ან მისი კონტენტის ან ჩვენი სერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას;
    • მომხმარებელს ანიჭებს უნებართვო წვდომის ან ჩვენი ვებგვერდიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით (ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე) ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც მომხმარებელს ფონდისგან ნებართვა არ მიუღია.
  • იქ სადაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და მომსახურებაზე წვდომას, ან ჰიპერბმულებს ვებგვერდებზე/პლატფორმაზე, ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები შეიძლება გამოსადეგი იყოს ჩვენი პლატფორმის მომხმარებელთათვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ პლატფორმაზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან /და ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან/და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არავითარ გარანტიას ან წარმომადგენლობას და არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის, ხარისხის ან დროულობის თაობაზე.
  • ფონდი არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:
    • მასწავლებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე;
    • მასწავლებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
    • მასწავლებლის მიერ ფონდისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
    • პორტალზე განთავსებული საკლასო პროექტთან დაკავშირებული ნებართვის/ლიცენზიის/სერთიფიკატის არსებობაზე.
    • მასწავლებლის მიერ პორტალზე გამოგზავნილი და განთავსებული სასკოლო პროექტის ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებაზე, აღწერასთან შესაბამისობაზე და აგრეთვე პლატფორმის საშუალებით მასწავლებლის ან დონორის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე;
    • მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.
    • პორტალზე ტექნიკური პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე.
    • სასკოლო პროექტის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებით/შეჩერებით დამდგარ შედეგზე.
  • ფონდი ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია ფონდის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;
  • ფონდი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
  • მასწავლებელსა და დონორს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, ფონდი სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.

მომხმარებლის ანგარიშის (პროფილის) გახსნა, დახურვა და პროექტის გამოგზავნა

  • ფონდის მომსახურებებით სარგებლობით, მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს და კონფიდენციალობის პოლიტიკას.
  • მომხმარებლის მიერ ფონდის მომსახურებით სარგებლობისთვის:
    • მომხმარებელი შედის ვებგვერდზე: donors.ge;
    • მასწავლებელი აგზავნის სასკოლო პროექტს ვებგვერდზე მოცემული ფორმის საშუალებით, ყველა სავალდებულო ინფორმაციის მითითებით;
    • დონორი ვებგვერდის საშუალებით ეძებს საკლასო პროექტებს. შემოწირულობის განსახორციელებლად, დონორს აქვს 3 სხვადასხვა შესაძლებლობა: უშუალოდ პროექტის დაფინანსება ან ერთჯერადი და განმეორებადი შემოწირულობა.
    • განმეორებადი შემოწირულობის განსახორციელებლად, დონორი გადის ერთჯერადი რეგისტრაციის პროცესს.
    • დონორი რეგისტრაციის ფანჯარაში უთითებს ელ-ფოსტის მისამართს, პაროლს და ნიშნავს „ვეთანხმები წესებსა და პირობებს და კონფიდენციალობის პოლიტიკას“ (ასევე წოდებული „სტანდარტული რეგისტრაცია“);
  • ამასთანავე, მომხმარებელი ადასტურებს და თანხმობას აცხადებს, რომ რეგისტრაციით ან პროექტის გამოგზავნით:
    • შესაძლებელია, ფონდის მომსახურების ნაწილი მისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ გააჩნია;
    • ფონდს ანიჭებს უფლებამოსილებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისთვის მომხმარებლის მონაცემების გაზიარების ან/და მათგან მომხმარებლის მონაცემების გამოთხოვის თაობაზე;
    • დონორი ამ პუნქტში განსაზღვრული წესით რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებლის პროფილში (შემდგომში „პირადი ანგარიში/პროფილი“) უთითებს პირადი საბანკო ბარათის მონაცემებს და ყოველთვიური დონაციის მოცულობას. ფონდი არ არის პასუხისმგებელი არაუფლებამოსილი პირის მიერ ფონდის პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომის ან/და პლატფორმის საშუალებით რაიმე ქმედების განხორციელების შემთხვევაზე.
  • დონორი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის (პროფილის) წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფონდი რეკომენდაციას აძლევს დონორს შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი განახლება.
  • დონორი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, დონორს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. ფონდი არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ დონორის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;
  • პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით ან პროექტის გამოგზავნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით ან პროექტის გამოგზავნით არ არღვევს არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. იგი ვალდებულია დაიცვას ფონდის ინტერესები და აუნაზღაუროს ფონდს მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ან გამოგზავნილი პროექტის ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. ფონდი არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. ფონდი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.
  • მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი ანგარიშის (პროფილის) დახურვა. მომხმარებლის ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების შესაბამისად.

იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები

  • მომხმარებლის სახელი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია – და 1) მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული ელ-ფოსტის მისამართი ან/და 2) ფონდის მიერ მისთვის განსაზღვრული სხვა ნებისმიერი პარამეტრი;
  • პაროლი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც დონორი თვითონ განსაზღვრავს მის მიერ პლატფორმაზე რეგისტრაციისას;
  • სტანდარტული რეგისტრაციის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარი სურვილისამებრ შეცვალოს პაროლი;
  • მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი – ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე შეტყობინებებს ფონდისგან;
  • მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის ფონდმა შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დამატებით.

ავტორიზაცია

  • ანგარიშის (პროფილის) რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
  • ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ელ-ფოსტის და პაროლის საშუალებით.
  • პლატფორმაზე ავტორიზაციისას მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარ მონაცემებს დაუკავშიროს, მათ შორის, სოციალური ქსელ(ებ)ის (facebook, google+) გვერდ(ებ)ი და აპლიკაციაში შესასვლელად გამოიყენოს საკუთარი სოციალური ქსელის ანგარიში, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში.

პროექტის შერჩევის და შემოწირულობის განხორციელების პროცედურა

  • ვებგვერდზე შემოსვლის შემდეგ მომხმარებელი ხვდება მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
  • ნავიგაციის ღილაკების საშუალებით დონორი ირჩევს მისთვის სასურველი საკლასო პროექტს ან მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი თემატიკის, რესურსების, რაიონის, სკოლის ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
  • პროექტის შერჩევისა და შემოწირულობისთვის სასურველი ოდენობის თანხის მითითების შემდეგ, დონორი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე.
  • დონორი აცხადებს უპირობო და გამოუხმობად თანხმობას, მისი კუთვნილი ანგარიშებიდან მოხდეს მის მიერ მითითებული დონაციის მოცულობის ჩამოჭრა.
  • ფონდი უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ ყოველგვარი მიზეზის/საფუძვლის გარეშე მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროს.
  • ფონდი უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ ყოველგვარი მიზეზის/საფუძვლის გარეშე მოახდინოს ვებგვერდზე განთავსებული პროექტის გაუქმება ნებისმიერ დროს.
  • მომხმარებლის მიერ განხორციელებული/დაფიქსირებული ტრანზაქციის ფონდის მხრიდან 5.6 ან 5.8 პუნქტების საფუძველით გაუქმების შემთხვევაში, ფონდი ვალდებულია დონორებს იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა ტრანზაქციის გაუქმებამდე. ფონდის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ფონდის მიერ დონორის წინაშე არსებული ვალდებულება ითვლება შესრულებულად და ფონდს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სხვა სახის ვალდებულება გარდა ზემოაღნიშნულისა.
  • გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდზე პროექტის ბიუჯეტი შეიძლება იყოს არასწორი (ტექნიკური თუ ადამიანური შეცდომის, მომწოდებლის/გამყიდველის მოთხოვნით, ვალუტის ცვლილებისა თუ სხვა მიზეზების გამო). ფონდი უფლებამოსილია გაზარდოს ან შეამციროს ვებგვერდზე განთავსებული პროექტის ბიუჯეტი ნებისმიერ დროს, რომლის თაობაზეც პროექტის გვერდზე შესაბამისი ველის გამოყენებით შეატყობინებს მომხმარებლებს. თუ დონორი ან მასწავლებელი არ დაეთანხმება განთავსებული პროექტის ახალ ბიუჯეტს, მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული შეტყობინების საფუძველზე გაუქმდება ტრანზაქცია ან პროექტი.

ანგარიშსწორების წესი

  • მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს მხოლოდ საკრედიტო ბარათით.
  • საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის ფონდი, რომელიც შემდგომ ყიდულობს საკლასო პროექტით მოთხოვნილ რესურსებს და საჩუქრად (უსასყიდლოდ) გადასცემს პროექტში მითითებულ სკოლას.
  • ფონდი მომხმარებლებს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს კომუნიკაციის ოფიციალური არხებით.
  • მომხმარებელი ფონდთან ანგარიშსწორებას ახდენს ბარათით, თიბისი ბანკის ონალინ გადახდების პორტალზე/ვებგვერდზე.

პირადი ანგარიშის (პროფილის) დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა

  • ფონდი უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პლატფორმით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის (პროფილის) ან/და პროექტის დახურვა  ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან;
  • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი განახორციელებს, ან შეეცდება განახორციელოს ოპერაცია წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრული პირობების დარღვევით, კომპანია უფლებას იტოვებს:
    • შეწყვიტოს ან შეაჩეროს მომხმარებელის პირადი ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაცია ან/და;
    • ხარვეზის აღმოფხვრამდე ჩათიშოს პრობლემური პროექტი/მომსახურება პლატფორმიდან ან/და;
    • აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს განხორციელებული ოპერაციის/პროექტის შესახებ; ან/და
    • შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მხარეთა შორის არსებული დამატებითი შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და;
    • დაბლოკოს/წაშალოს პორტალზე არსებული მომხმარებლის ანგარიში (პროფილის) ან/და;
    • მოითხოვოს დამდგარი ზიანის ანაზღაურება.
  • იმ შემთხვევაში, თუ ფონდი 7.2 მუხლით განსაზღვრული მიზეზით დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში (პროფილის).
  • მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი ანგარიშის დახურვა.

აკრძალული ოპერაციები და მომხმარებლის დამატებითი გარანტიები

  • ფონდის პლატფორმის საშუალებით მკაცრად აკრძალულია პროექტით შემდეგი ნივთის/მომსახურების მოთხოვნა:
    • ნივთი ან მომსახურება, რომელიც არღვევს მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომელიც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ელექტრონული სახის გადმოსაწერი პროგრამებით არაკანონიერ სარგებლობას;
    • ნივთი ან მომსახურება, რომელიც არ აკმაყოფილებს მისი პორტალზე გამოგზავნის დროისთვის არსებულ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოქმედ მოთხოვნებს.
  • ფონდი უფლებას იტოვებს, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გაზარდოს ან შეამციროს აღნიშნული აკრძალული ოპერაციების კატეგორიები;
  • იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი პროექტს გამოაგზავნის წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრული ამკრძალავი დებულებების დარღვევით, ფონდი უფლებას იტოვებს უარი უთხრას მასწავლებელს ვებგვერდზე პროექტის  განთავსებაზე.

კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  • თქვენ ადასტურებთ, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
  • ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და ზრუნვით და წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილი პირობების შესაბამისად. ჩვენ არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ ვიძლევით მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოვრიცხავთ (კანონით დადგენილ ფარგლებში) ჩვენს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებს, დამაკმაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობას) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ პლატფორმა ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
  • ფონდი არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის. ფონდის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე ვრცელდება ფონდის ვალდებულებების განზრახ, ბრალეულ დარღვევაზე და გულისხმობს ამგვარი დარღვევის შედეგად დამდგარი პირდაპირი ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ვალდებულებას.
  • ფონდი არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ პლატფორმაზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. ფონდი არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის/პლატფორმის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებგვერდიდან/პლატფორმიდან ან მისი მომსახურებიდან.
  • თქვენ ადასტურებთ, რომ ფონდი არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, მომსახურების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში.
  • თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება, რომელიც ეკუთვნის ფონდს ან მომსახურების მომწოდებლებს ან პლატფორმას, არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ პლატფორმის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში;
  • ფონდი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვია ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;
  • ფონდი საკუთარი შეხედულებებით აწესებს პლათფორმაზე პროექტის განთავსების და განთავსების რიგითობის მიზანშეწონილობას;
  • ფონდი არ აგებს პასუხს:
    • მიწოდებული პროდუქტის/რესურსის ხარისხზე;
    • საგარანტიო პირობების არსებობისას, საგარანტიო ვადაში გამყიდველის მიერ ასეთი პირობებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასა ან/და არაჯეროვან შესრულებაზე;
    • ნაკლის მქონე პროდუქტის გამო დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს მიუღებელ შემოსავალს, დანაკარგს და რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანს.
    • მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/პროექტის ფონდის მხრიდან ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

  • წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ამ წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადების შემდეგ და ძალაში რჩება დონორის რეგისტრაციის/ანგარიშის (პროფილის) გაუქმებამდე, ხოლო მასწავლებლის შემთხვევაში – პროექტის დასრულებამდე.
  • ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს.
  • მომხმარებელი ხელშეკრულების შეწყვეტას ახდენს ფონდისთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.
  • დონორის რეგისტრაციის/ანგარიშის (პროფილის) დახურვის შემდეგ, უქმდება სერვისი „ერთგული შემომწირველი“ და მასთან დაკავშირებული ყოველთვიური თანხის ჩამოჭრის მომსახურება.

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

  • წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების წარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში დავას განიხილავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლო.

კონფიდენციალობის პოლიტიკა

  • გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალობის პოლიტიკას. ჩვენს ვებგვერდზე donors.ge-ზე შესვლით და ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას და ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
  • კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და ფონდში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც ფონდი უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.
  • ფონდი მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.

თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი

  • ფონდის პლატფორმაზე უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ ფონდს ელექტრონული შეტყობინების გზით მისამართზე: [email protected] ან მობილურ ტელეფონზე: 592-300-090.
  • მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ფონდს იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის (პროფილის)  უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.

ცვლილებების შეტანა

  • ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ ხელშეკრულებაში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ ვებგვერდის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად.
  • მომხმარებელი უფლებამოსილია ფონდის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ წესებისა და პირობების მოქმედება ამ ხელშეკრულების 10.3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
  • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების 14.2 პუნქტში აღწერილი უფლებით, ფონდის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება მომხმარებლის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. ფონდს უფლება აქვს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს მომხმარებლის მდგომარეობას ძალაში შეიყვანოს ფონდის ვებგვერდზე მისი განთავსებისთანავე.

ერთიანი ხელშეკრულება

  • წინამდებარე წესები და პირობები მომხმარებლებსა და ფონდს შორის დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას პლატფორმის ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს პლატფორმასთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

კომუნიკაცია

  • ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ  ფონდს ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით, მისამართზე: [email protected] ან მობილურ ტელეფონზე: 592-300-090.

გარდამავალი დებულებები

  • წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
  • ფონდი უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით, მოსთხოვოს მომხმარებელს, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია ფონდს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც ფონდი მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
  • ფონდი იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეაჩეროს ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია, ვებგვერდზე ავტორიზაცია ან პროექტზე წვდომა თუ ჩათვლის, რომ ის არასწორად, წინამდებარე წესების და პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს;
  • ფონდი უფლებამოსილია მომხმარებელს შეუწყვიტოს ან შეუჩეროს მომხმარებლის ანგარიშზე წვდომა, წაშალოს მომხმარებლის ანგარიში (პროფილი) ან პროექტი ისეთ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წესებს ან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნულს შემთხვევაში, აღნიშნული უფლების განხორციელებისას, ფონდი თავისუფლდება ყველა სახის პასუხისმგებლობისგან.
  • ფონდი არ აგებს პასუხს ვებგვერდის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის ან შეფერხების გამო, თუმცა იღებს ყველანაირ ზომას ასეთი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.
  • ფონდს უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
  • თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
  • მომხმარებელი ფონდის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
  • იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;
შესვლა
რეგისტრაცია