მე, თინათინ ტეფნაძე, ვცხოვრობ ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ენთელში. 2000 წელს შევედი და 2013 წელს დავმთავრე ქვემო ენთელის საჯარო სკოლა, ამავე წელს ჩავირიცხე სსიპ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის საბაკალავრო პროგრამზე, დამატებითი სპეციალობით მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა. 2017 წელს დავასრულე აღნიშნული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა და ჩავირიცხე ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, საქართველოს ისტორიის მიმართულებით, ხოლო 2019 წელს მომენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი, საქართველოს იტორიის პროგრამით. როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სწავლების პერიოდში, დაწერილი მაქვს ორი სამეცნიერო ნაშრომი. აღნიშნულ უნივერსიტეტში ორი სემესტრი ვიღებდი საუნივერსიტეტო და 4 სემესტრი პრეზიდენტის სტიპენდიას, ხოლო ბოლო სამი სემესტრის გადასახადი დამიფინანსეს პროექტის ფარგლებში, მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე. აღნიშნულ უნივერსიტეტში ვიყავი გრიგოლ ხანძთელის სტიპენდიის კანდიდატი, საფაკულტეტო საბჭოს წევრი, სტუდენტური თვითმმართველობის წევრი და გავლილი მაქვს სტაჟირება, სასწავლო პროცესების მართვის განყოფილებაში, სტაჟირება გავლილი მაქვს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში. ასევე, არაპროფესიული განათლება (კულინარიის მიმართულებით) და სხვადასხვა ტრენინგები მაქვს გავლილი 2013 წლიდან. 2019 წელსვე დავიწყე მუშაობა საქართველოს ფოსტის, ადიგენის სერვის ცენტრში, 2020 წლის იანვრამდე. 2020 წლიდან კი ვმუშაუბ ისტორია, სამოქალაქო განათლების პედაგოგად სსიპ დიდი სმადის საჯარო სკოლაში, უფროსი მასწავლებლის სტატუსით (საგანი 10 კრედიტზე მაქვს ჩაბარებული ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში) და წელს მყავს კლასი, სადამრიგებლო. მინდა მათი სწავლება უფრო მრავალფეროვანი და თვალსაჩინო გავხადო, და არა მხოლოდ მათი, არამედ თითოეული მოსწავლის, რომელიც დაინტერესებულია ისტორიით და თუ არ არის დაინტერესებული დავაინტერესო, საინტერესო და თვალსაჩინო სწავლებით.
სკოლას გადაეცა სასწავლო რესურსები.