ზოგადი პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა (შემდგომში „მასწავლებელი“ ან/და „დონორი“) და ააიპ „თანამშრომლობა განათლებისთვის“ (შემდგომში „ფონდი“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ფონდის კუთვნილი ვებგვერდის (შემდგომში პლატფორმა) გამოყენებასა და მომსახურების მიღებას.
ააიპ „თანამშრომლობა განათლებისთვის“ donors.ge პლატფორმის საშუალებით მასწავლებლებს სთავაზობს სასკოლო პროექტების განთავსების, ხოლო დონორებს – დაფინანსების შესაძლებლობას წინამდებარე „წესებით და პირობებით“ განსაზღვრული პირობებით.
წინამდებარე „წესებზე და პირობებზე“ დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურს ფონდის მიერ ოპერირებად პლატფორმაზე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ფონდის მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს ფონდის პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. ფონდის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ფონდი თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, დონორი ასევე ეთანხმება შემოწირულობის დაბრუნების პორობებს.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
პირადი ანგარიში (პროფილი) – ნიშნავს დონორის მიერ ვებგვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
ავტორიზაცია – ნიშნავს დონორის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წვდომას.
გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ დონორის და მასწავლებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე;
ვებგვერდი – ნიშნავს ფონდის კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ვებგვერდს “www.donors.ge”;
ფონდი, ჩვენ ან ჩვენი – ნიშნავს ააიპ „თანამშრომლობა განათელებისთვის“, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 405433696, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ილია ჭავჭავაძის გამზ., N33.
ფონდის სერვისი – სასკოლო პროექტების დაფინანსებისთვის შექმნილი პლათფორმა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები;
მომხმარებელი, მომხმარებლები, თქვენ – ნიშნავს პლატფორმაზე რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ დონორს, პროექტის ავტორ მასწავლებელს ან ვიზიტორს (ფიზიკურ ან იურიდიულ პირს) ცალ-ცალკე და ერთად;
მხარეები – ნიშნავს ფონდს და მის მომხმარებლებს;
მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა ფონდისა და მომხმარებლისა.
მომსახურება – მასწავლებლის მიერ სასკოლო პროექტის ფონდის პლატფორმაზე, შემდგომი დაფინანსების მიზნით, განთავსების შესაძლებლობა. ასევე, დონორების მიერ პროექტისთვის შემოწირულობის განხორციელების შესაძლებლობა.
პროექტი – სასკოლო კლასის საჭიროებების მოსაგვარებლად, მასწავლებლის მიერ შედგენილი გეგმა/პროექტი.
პლატფორმა – ფონდის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს ფონდის ვებგვერდს ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის ფონდის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით;
საკონტაქტო ინფორმაცია – მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
ოპერაცია – მომხმარებლის მიერ ვებგვერდის გამოყენებით ფონდის მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
უნივერსალური იდენტიფიკატორები – მომხმარებლის მიერ ფონდისთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (სახელი, გვარი, სკოლის სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი), რომელთაც იგი უთითებს იდენტიფიკაციის სისტემაში ან/და პროექტის გამოგზავნისას და რის საშუალებითაც შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს ფონდის მომსახურებებით;
წვდომის კოდ(ებ)ი – კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ფონდმა შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებებთან წვდომისათვის;
ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს.
ელექტრონული ხელმოწერა – პლატფორმის მეშვეობით თანხმობის ღილაკზე დაჭერა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა ან/და ხელმოწერილი დოკუმენტის დასკანერებული ფორმით მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალების მეშვეობით.
სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.
განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ:
მომხმარებლის ანგარიშის (პროფილის) გახსნა, დახურვა და პროექტის გამოგზავნა
იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
ავტორიზაცია
პროექტის შერჩევის და შემოწირულობის განხორციელების პროცედურა
ანგარიშსწორების წესი
პირადი ანგარიშის (პროფილის) დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
აკრძალული ოპერაციები და მომხმარებლის დამატებითი გარანტიები
კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
კონფიდენციალობის პოლიტიკა
თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი
ცვლილებების შეტანა
ერთიანი ხელშეკრულება
კომუნიკაცია
გარდამავალი დებულებები