სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის ქართული ენის ცოდნაა საჭირო. ჩემი კლასის ნახევარი ქართველია, ნახევარი – აზერბაიჯანელი. ჩამოყალიბებული მაქვს ლიტერატურული სალონი „ჩვენ“. გვიყვარს წიგნების ერთობლივი კითხვა, ვიმდიდრებთ ლექსიკურ მარაგს და ვმსჯელობთ. როლებად წაკითხვა და მინი სპექტაკლები ძალიან მოწონთ ბავშვებს, უფრო გახსნილები არიან ვიდრე გაკვეთილზე.
ჩვენ სკოლაში ერთმანეთის გვერდით სწავლობენ ქართველები და აზერბაიჯანელები. ენობრივი ბარიერი არის სკოლის ძირითადი პრობლემა, განსაკუთრებით გვიჭირს დაწყებით საფეხურზე. სხვადასხვა აქტივობებით ვცდილობთ ამ პრობლემის დაძლევას. ქართული ენის ცოდნა ხელს უწყობს ყველა დანარჩენი საგნის ათვისებას.