მოსწავლეებში გაიზარდება მხატვრული ლიტერატურით დაინტერესება, შეეწყობა ხელი კითხვის ტექნიკის გაუმჯობესებას, წიგნიერების დონის ამაღლებასა და აზრის გამოხატვის უნარის გაუმჯობესებას.
პროექტი ,,ჩვენ გვიყვარს კითხვა” ითვალისწინებს მოსწავლეების მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებას, კითხვის ტექნიკის გაუმჯობესებასა და ინტერესის გაღვივებას. გადავწყვიტე შევქმნა ,,მოსწავლის ბიბლიოთეკა“, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება კლასის ყველა მოსწავლისთვის. პროქტი გულისხმობს იმას, რომ კლასის ყველა მოსწავლემ შინ წაიღოს წიგნი და წაიკითხოს, რისთვისაც გამოყოფილი ექნებათ დრო. ამ დროის გასვლის შემდეგ კლასში მოეწყობა წაკითხული წიგნების განხილვა-პრეზენტაცია. შემდეგ კი მოსწავლეები ერთმანეთს გაუცვლიან წიგნებს. შეხვედრაზე წიგნის განხილვისას მოსწავლეებს ექნებათ პატარა მაგნიტური დაფები, რომელზეც ინდივიდუალურად იმუშავენებ.
მოსწავლეები ვერ კითხულობენ დამატებით მხატვრულ ლიტერატურას იმიტომ, რომ ყველა ვერ ყიდულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ წიგნებს. ზოგჯერ, მოსწავლეს აინტერესებს მაგრამ არ აქვს წიგნი, ზოგჯერ კი პირიქით, აქვს მაგრამ არ აინტერესებს. ვფიქრობ, ეს პროექტი ორივე პრობლემის მოგვარევას შეუწყობს ხელს.