ხშირად დასმული კითხვები

პროექტის მიღების შემდეგ, ჩვენი გუნდი აფასებს თითოეულ განაცხადს იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც ჩამოთვლილია ფორმაში (პროექტის მიზნობრიობა, ბენეფიციარების რაოდენობა, მიზნის სიცხადე და აქტუალურობა, ბიუჯეტი და ა.შ.). ამის შემდეგ დგება დასაფინანსებელი პროექტების სია, რომლებსაც რიგითობის მიხედვით ვანთავსებთ ჩვენს ვებ-გვერდზე. ეს სია მუდმივად ახლდება ახალი პროექტების შემოდინებასთან ერთად, შესაბამისად დაფინანსების ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია.

პროექტის გამოგზავნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ვადები არ არის შეზღუდული.

პროექტით შეიძლება მოთხოვნილი იყოს:

  • დარგობრივი, თემატური და მხატვრული ლიტერატურა;
  • სწავლებისთვის საჭირო საბაზისო და თანამედროვე ინვენტარი;
  • კომპიუტერული ტექნიკა;
  • ლაბორატორიის ან პროფილური ინვენტარი;
  • შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა და ინვენტარის შეძენა;
  • მუსიკალური და სახვითი ხელოვნებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და საშუალებები;
  • სპორტული ინვენტარი;
  • მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.

პროექტში გარკვევით გადმოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

  • პროექტის აღწერა;
  • პრობლემის ფორმულირება;
  • მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი;
  • პროექტის მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმები;
  • განხორციელების ვადები;
  • ბენეფიციარების რაოდენობა;
  • მოთხოვნილი საჭიროებებისა და მომსახურებების სრული ჩამონათვალი, დაახლოებითი ფასების მითითებით. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ ერთი პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია – 1’000 ლარი;
  • პერიოდი, რომელზეც გავრცელდება პროექტის შედეგები;
  • მასწავლებლის ბიოგრაფია;
  • ავტორისა და სასწავლო დაწესებულების რეკვიზიტები;

ერთი პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია – 1’000 ლარი.

თუ პროექტით მოთხოვნილი ბიუჯეტი 1’000 ლარზე ნაკლებია, მაშინ დონაცია სრულად მოხმარდება პროექტს. იმ შემთხვევაში თუ პროექტის ბიუჯეტი 1’000 ლარზე მეტია – მაქსიმუმ 1’000 ლარი, ხოლო განსხვავება სხვა მიმდინარე პროექტებზე გადანაწილდება.

საკლასო პროექტის გამოგზავნა შეუძლია, ნებისმიერი სახელმწიფო აკრედიტებული სკოლის მასწავლებელს.

სასურველი პროექტის დაფინანსება შეუძლიათ როგორც კერძო და იურიდიულ პირებს, ასევე სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

შემოსული თანხით ხდება პროექტის ფარგლებში მოთხოვნილი რესურსების შეძენა და ბენეფიციარისთვის მიწოდება. ფონდი მოთხოვნილ რესურსებს უსასყიდლოდ (საჩუქრად) გადასცემს სკოლას, სადაც პროექტის ავტორი მასწავლებელია დასაქმებული.

პროექტის სრულად დაფინანსების შემდეგ, შეძენილი რესურსები ფონდის ოფისში ინახება და წასაღებად მასწავლებელმა ან სკოლის წარმომადგენელმა უნდა მოაკითხოს მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N45.

ვებ-გვერდზე პროექტი თავსდება 3 თვის ვადით. თუ ამ პერიოდში პროექტი სრულად ვერ დაფინანსდება, მოზიდული თანხები სურვილისამებრ უბრუნდებათ დონორებს ან გადამისამართდება სხვა პროექტზე.

კიდევ გაქვთ კითხვები?

შესვლა
რეგისტრაცია