ერთ-ერთ სსსმ მოსწავლეს, ახალი მასალის მიწოდებისას, მუდმივად სჭირდება ვიზუალურად მრავალფეროვანი რესურსები. თუ ამ საჭიროებას ვერ იკმაყოფილებს, უჩნდება არასრულფასოვნების განცდა და პროტესტის ნიშნად გარბის გაკვეთილებიდან. სამწუხაროდ სკოლაში ამ ეტაპზე ძალინ მწირი რაოდენობის რესურსი გაგვაჩნია, რაც მასწავლებლებში იწვევს სტრესს. ისინი მუდმივად ვერ ახერხებენ სსსმ მოსწავლეებთან ინდივიდუალური გეგმით
გათვალისწინებულ შედეგებზე გასვლას. ზარალდება როგორც მასწავლებელი, ასევე მოსწავლეები. ჩვენი სკოლის ბიუჯეტი კი არ ითვალისწინებს ამგვარ ხარჯებს, რადგან ის გათვლილია სხვა პრობლემების მოგვარებაზე. თანამედროვე სწავლებაში აქტიურად გამოიყენება „უნივერსალური დიზაინი“, რაშიც იგულისხმება სხვადსხვა სენსორულ არხებზე (სმენა, ყნოსვა, შეხება, ხედვა, გემო) მორგებული რესურსების გამოყენება: ვიდეო, მუსიკალური და ვიზუალურად მრავალფეროვანი რესურსებით, თამაშით სწავლება, ძალიან ეფექტურია, ასევე სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილების გამოყენება. ზემოთ ხსენებული ფაქტების გამო ვიმედოვნებთ, რომ გულთან მიიტანთნ ჩვენს პრობლემას და გამოგვიყოფთ შესაბამის თანხას.
პრაქტიკაში გვაქვს შემთხვევები, როცა სსსმ მოსწავლე გარბის საგაკვეთილო პროცესიდან, რამაც გადამაწყვეტინა დამეწერა ეს პროექტი, მინდა ჩემს მოსწავლეებს და მასწავლებლებს გაუმრავალფეროვანო სასწავლო პროცესი. ამ ეტაპზე რესურსების ნაკლებობის გამო, მოსწავლეებს ვერ ვთავაზობთ მრავალფეროვან აქტივობებს, რაც არ გვაძლევს საშუალებას სსსმ მოსწავლეები დაეუფლონ აკადემიურ ან კოგნიტურ უნარებს. საგაკვეთილო პროცესი და რესურს ოთახის აქტივობები უფრო მრავალფეროვანი რომ გავხადოთ, ასევე გვესაჭიროება განმავითარებელი თამაშები. აღნიშნული თამაშებით სსსმ მოსწავლე აქტიურად იქნება ინტეგრირებული თანატოლებთან, სამაგიდო თამაშების მეშვეობით ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად, წყვილში, მცირე და მთლიან ჯგუფებში შეასრულონ როლური, წარმოსახვითი, ფუნქციური, კონსტრუქციული აქტივობები და გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია. სწავლა – სწავლების პროცესი მაშინ ხდება განსაკუთრებით საინტერესო და შემოქმედებითი, როდესაც მოსწავლე განსაკუთრებით კი სსსმ მოსწავლეები ხალისით თამაშების გზით ერთვებიან სასწავლო პროცესში. შესაბამისად, ამ რესურსების მეშვეობით მასწავლებლებს ექმნებათ საშუალება ყოველდღიური პრაქტიკა შექმნან ახალი ცოდნის შეძენით, გამოცდილების დაგროვებითა და ინოვაციური სწავლების სტრატეგიების დაგეგმვით, შედეგად კი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან წარმატებას მიაღწიონ. სერვისის მიწოდება განხორციელდება, როგორც სპეციალური მასწავლებლის მიერ ასევე სპორტისა და სხვა საგნის მასწავლებლის მიერ. მე როგორც სპეციალურ პედაგოგს ვალდებულება მაქვს ვიზრუნო სსსმ მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ვიმედოვნებ, თქვენი კოკნკურსის მეშვეობით საშუალება მომეცემა გავამრავალეფეროვანო ჩემი სამუშაო პროცესი და დავძლიო ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სსსმ მოსწავლეების მიზნები, რაც იქნება საწყისი შემდგომში მათი რთული ქცევების პრევენციისთვის.
პროექტის მიზანია განახლებული კონცეფციით (განმავითარებელი, გასართობი) შეიქმნას რესურს ოთახი, რომელიც ხელს შეუწყობს კოგნიტური, ფიზიკური, შემეცნებითი და სოციალური უნარების განვითარებს. ჩვენი მიზანია ბავშვის გაძლიერება, ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური ფუნქციური პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება, ზოგადი ჯანმრთელობის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური პროცესის ხელშეწყობა. შედეგად მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ საკუთარი ქცევის რეგულაციის უნარი, სსსმ მოსწავლეები შეძლებენ დაძლიონ ეროვნული სასწავლო გეგმის მინიმალური შედეგები (აკადემიური უნარები – წერა, კითხვა, ანგარიში, თხრობა), განივითარონ ნატიფი და მსხვილი მოტორიკი, ჩამოუყალიბდეთ შინაგანი დისციპლინისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, ასევე მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარები. მოსწავლე შეძლებს ინტეგრაციას თანატოლებთან.