ვასწავლი გეოგრაფიას და მუდმივად ვცდილობ ჩემი საგანი საინტერესო და სახალისო იყოს მოსწავლეებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიების პერიოდში გეოგრაფიის სწავლა-სწავლება კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, იმისთვის რომ მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრონ რა პრაქტიკული დანიშნულება ექნება ამ საგანს მათთვის მომავალში. თუმცა საჯარო სკოლები, მითუმეტეს მაღალმთიანი, მწირ რესურსებს ფლობენ ხარისხიანი განათლების მისაღებად. მაგალითად, თუ ჩვენ თეორიული მასალის გაცნობასთან ერთად გვექნება გეოგრაფიული ხელსაწყოები (კომპასი, ციფრული თერმომეტრი, ანემომეტრი და ა.შ), მოსწავლეები უფრო მოტივირებულნი იქნებიან, შეძლებენ ქმედითი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას და გეოგრაფიული ინფორმაციაც უფრო ადვილად აღსაქმელი გახდება მათთვის.
გეოგრაფია, როგორც საბუნებისმეტყველო-საზოგადოებრივი საგანი, უძველესი დროიდან დღემდე წარმოადგენს მნიშვნელოვან დისციპლინას, რადგანაც მის თვალსაწიერში ხვდება პროცესები გლობალურ თუ რეგიონალურ დონეზე. გეოგრაფიული ცოდნა სხვა დისციპლინებთან შედარებით მუდმივად განახლებადია, შესაბამისად იცვლება მეთოდები, წიგნები, ლიტერატურა, რუკები, ატლასები, და ა.შ. ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა კიდევ უფრო საინტერესოს და ეფექტურს ხდის გაკვეთილს, თუმცა სკოლაში მხოლოდ ერთი (ძველიმოდელის) კინოპროექტორია… მიღწევებიც გვაქვს კონკურსებსა და ოლიმპიადებში. ხანდახან ზოგიერთი ხელსაწყო იატაკზე დაგვიხატავს, იმისთვის რომ ახსნილი საკითხის პრაქტიკული მნიშვნელობა დაენახათ. მარტივი კომპასიც შეგვიქმნია, სკოლის და სოფლის ტოპოგრაფიული რუკაც, თუმცა ოცდამეერთე საუკუნეში ეს ძალზედ მცირედია. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, თუ ჩვენ საკლასო სივრცში გვექნება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი აღჭურვა, ამაღლდება ცოდნის ხარისხი. აგრეთვე მოვიწვევთ მეზობელი სოფლის სკოლებიდან (ბულაჩაური, აბანოსხევი, ჭოპორტი) გეოგრაფის მასწავლებლებს მოსწავლეებთან ერთად და დავიწყებთ პრაქტიკულ საქმიანობას/კეთებით სწავლებას.
პროექტორი, რუკები, კომპასი, საზომი ხელსაწყოები, სამაგიდო თამაშები და გეოგრაფიის სწავლებისთვის საჭირო სხვადასხვა ინვენტარი.