იმ შემთხვევაში თუ პროექტს განვახორციელებ და ის შედგება, სკოლას შეემატება ის საჭირო რესურსები, რომელიც ხელს შეუწყობს მათემატიკისა და სხვა საგნების ეფექტურ სწავლებასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.
ჩვენი სკოლა მდებარეობს მესტიის რაიონში, მოგეხსენებათ ეს რაიონი მაღალმთიანია, მოსწავლეთა 90% სოციალურად დაუცველია და მოკლებული არიან უამრავ ნივთს. ძალიან მინდა გაკვეთილზე მაინც ჰქონდეთ ისეთი მასალები, რომლითაც უკეთესად შეისწავლიან ამა თუ იმ საგანს, ასეთია სხვადასხვა რესურსები და ნივთები. ელემენტარული ხელსაწყოები გაკვეთილის უკეთ წარმართვისთვის.
მხოლოდ სიტყვით ახსნილი გაკვეთილი ისეთი ეფექტური არ არის, როგორც სათანადო ვიზუალური და მატერიალური რესურსის დახმარებით. ვფიქრობ, მოსწავლეთა დაინტერესებისთვის და მოტივაციის ასამაღლებლად კარგი იქნება გვქონდეს საჭირო ინვენტარი. მით უფრო რომ ეს რესურსები გამოადგება მომავალ თაობებსაც.