მოსწავლეები, საკლუბო საქმიანობის ფარგლებში, წაიკითხავენ ლიტერატურას, გამართავენ დისკუსიებს, შექმნიან ილუსტრაციებსა და პოსტერებს, ჩაატარებენ კონკურსებს, დაწერენ ესეებს სხვადასხვა თემაზე, ნახავენ ნაწარმოებების ეკრანიზაციებს და განიხილავენ მათ. აღნიშნული აქტივობები განავითარებს მოსწავლეთა მაღალ სააზროვნო უნარებს, ასევე მედიაწიგნიერებისა და შემოქმედებით უნარებს, რაც ხელს შეუწყობს მათ
ჩამოყალიბებას კარგ მკითხველებად.
მცირეკონტიგენტიანი სოფლის სკოლის ბიუჯეტი მწირია და არ იძლევა საშუალებას, რომ განახლდეს მისი წიგნადი ფონდი. არადა, წიგნების დიდი ნაწილი საკმაოდ ძველია, ძირითადად მოიცავს საბჭოთა პერიოდის დროს გამოცემულ ლიტერატურას და მათი უმეტესობა განკუთვნილია ზრდასრული მკითხველებისთვის. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი ბოლო წლებში არ განახლებულა, ამიტომ მკითხველებს საშუალება არ აქვთ, გაეცნონ თანამედროვე საბავშვო-საყმაწვილო მხატვრულ ლიტერატურას.