პროექტი ითვალისწინებს სკოლაში საბავშვო ბიბლიოთეკის გამდიდრებას. მათთვის საინტერესო და ასაკის შესაბამისი წიგნების შეძენას. სკოლის ბიბლიოთეკა ბავშვების საყვარელი ადგილია, მათ აქვთ მზარდი ცნობისმოყვარეობა და ბიბლიოთეკაში ხშირად იმართება წაკითხულის განხილვა და დისკუსიები. დაწყებითი და საბაზო საფეხურის სასკოლო ასაკის მოსწავლებს არ აქვთ საკმარისი, მათი ინტერესების შესაბამისი წიგნები და სკოლა ცდილობს შეავსოს ეს დანაკლისი. პროექტი კარგი შესაძლებლობაა ამ მიზნის მისაღწევად.