არაფორმალური განათლების ხელშეწყობა-წიგნიერების განვითარება. მოსწავლეებისთვის ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თავს იგრძნობენ თავისუფლად და ლაღად, რაც ხელს შეუწყობს მათ წიგნთან დაახლოებას. მოსწავლეებისთვის ისეთი უნარების განვითარება, როგორებიცაა ზეპირი კომუნიკაცია, წაკითხულის განხილვა, დისკუსია, კრიტიკული აზროვნება, პრობლემის აღმოჩენა, გადაჭრის გზების დასახვა და სხვა.
ჩვენს სკოლას არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოსწავლეებისთვის შექმნას დამატებითი აქტივობითვის სივრცე, სადაც გაკვეთილების შემდეგ სიამოვნებით დარჩებიან და წაიკითხავენ წიგნებს, ასევე იმსჯელებენ გადმოცემული პრობლემების აქტუალობაზე და გადაჭრის გზებზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს წიგნიერი და განათლებული მომავალი თაობის ჩამოყალიბებას.
ჩვენი სკოლა მდებარეობს ქალაქიდან მოშორებით, გარეუბანში. მოსწავლეთა უმეტესობა არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან. მშობლები ვერ ახერხებენ შვილები ატარონ სხვადასხვა ფასიან წრეებზე, რაც მოსწავლეთა განვითარებისთვის არის აუცილებელი. სკოლაში უკვე წლებია ჩამოვაყალიბე ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი, თუმცა მშობლებს ძალიან უჭირთ უყიდონ შვილებს მხატვრული თუ შემეცნებითი წიგნები, რომელთაც ხშირად ვუთითებ წიგნის კლუბის ფარგლებში წასაკითხად.