სოფიო გოგოხია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია სსიპ აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში. მისი საქმიანობის საუკეთესო მხარე არის ის, რომ მოსწავლეები ყოველთვის გრძნობენ საჭირო დროს დახმარებისთვის მზაობას, მასში ხედავენ ადამიანს, რომელიც ცდილობს, მათ გვერდით იყოს როცა ბედნიერები არიან და განსაკუთრებით მაშინ, როცა უმძიმთ. მოსწავლეებისათვის ის არის ადამიანი, რომელიც უზიარებთ ცოდნასა და გამოცდილებას, ასევე სწავლობს მათგან და ამას ყოველთვის სიყვარულით აკეთებს. მიიჩნევს, რომ სიყვარულის გაზიარების, გაცემისა და მიღების სიხარული მასწავლებლობას ხილულ სასწაულად აქცევს.