მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, კვლევითი პროცედურების განხორციელება, მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ საკლასო ცდების ჩატარება, მონაცემების ანალიზი და შეფასება.
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლების პროცესი საჯარო სკოლებში დაკავშირებულია მრავალ ფაქტორზე: ლაბორატორიული კაბინეტის არსებობა, ტექნიკური აღჭურვილობა, ლაბორატორიული ჭურჭელი და რეაქტივები. ქ. წალკის N2 საჯარო სკოლაში, სადაც ამჟამად ვასწავლი ქიმიას, არ არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კაბინეტი, ჭურჭელი, ტექნიკური აღჭურვილობა და არც რეაქტივები. ვფიქრობ, პროექტში ჩართულობა დაგვეხმარება ქიმიის სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში. ამჟამად, საჭირო რექტივებისა და ქიმიური ჭურჭლის საშუალებით შესაძლებელია ელემენტარული ცდების ჩატარება მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასებში.
გაკვეთილების გეგმის ჩამონათვალი ძირითადად ეყრდნობა აინშტაინის ლაბორატორიულ ცდებს და პროგრამულ მასალას, ასევე ახდენს მის გაღრმავებას და უკეთ შესწავლას. დამატებითი ცდები საინტერესოს ხდის სწავლის პროცესს. ქიმია, მოგეხსენებათ საბუნებისმეტყველო საგანია, საჭიროებს ლაბორატორიას, რეაქტივებს, სპეციალურ აღჭურვილობას, რომელთა შეძენა დაკავშირებულია ფინანსებთან. სკოლის ბიუჯეტი ამის საშუალებას არ იძლევა. ამიტომ ჩემს მიერ წარმოდგელინი გეგმის დამტკიცება მნიშვნელოვანი იქნება ქიმიის სწავლების პროცესისა და აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად.