პროექტის ფარგლებში სკოლაში ჩამოყალიბდება სახელმწიფო ენის პრაქტიკული სწავლების კლუბი. კვირაში 2-ჯერ გაიმართება სასწავლო შეკრება, სადაც მოსწავლეები გაიღრმავებენ სახელმწიფო ენის სწავლების დონეს, გაეცნობიან მხატვრულ ლიტერატურას, ქართულ ენაზე ითამაშებენ სამაგიდო თამაშებს და მრავალფეროვანი რესურსების დახმარებით უფრო მეტი ხალისით ისწავლიან სახელმწიფო ენას. კლუბის ფარგლებში მოეწყობა სახალისო და საინტერესო ღონისძიებები, სადაც მოსწავლეები გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს, დაუმეგობრდებიან ქართველ თანატოლებსა და ინტეგრირდებიან მათთან.