სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთონ ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შევუწყოთ ხელი მათ ფიზიკურ განვითარებას. ასევე, მოსწავლემ გააცნობიეროს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.
სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს დამატებითი აქტივობები შევთავაზოთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი მოიცავს: სწორ კვებას, ფიზიკურ დატვირთვას, სასარგებლო ვარჯიშებს, სტრესის სწორ მართვასა და თვითდახმარების უნარების გაძლიერებას. ამიტომ ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის მთავარია, ჩვენი სკოლის მოსწავლეებში მოვაგვაროთ უმთავრესი პრობლემა: ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა.
სკოლას აქვს სპორტული დარბაზი, თუმცა სპორტული ინვენტარი (თუ არ ჩავთვლით ბურთებს), რომელიც ფიზიკურ დატვირთვას შეუწყობს ხელს არ გვაქვს. თქვენი მხარდაჭერით გვინდა, რომ შევძლოთ ინვენტარის შეძენა, რომელიც დაგვეხმარება სპორტული შეჯიბრებების გამართვაში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლა ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში მდებარეობს. სოფელში ღია კარიერული წესით მიმდინარეობს მანგანუმის საბადოს მოპოვება, რაც დიდ გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურებაზე. ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, გვსურს სპორტული დარბაზი აღიჭურვოს სპორტული ინვენტარით, რომელსაც სკოლის ყველა ასკობრივი ჯგუფი გამოიყენებს.