პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება ქართული ენის კლუბი, მოეწყობა ყოველკვირეული შეხვედრები. მოსწავლეები გაეცნობიან შეძენილ ლიტერატურას და ერთობლივად განიხილავენ და იმსჯელებენ მათთვის საინტერესო თემებს. მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით დაიგეგმება ინტელექტუალური და გასართობი ღონისძიებები. ასეთი აქტოვობები მოსწავლეებს მისცემს საშუალებას გაიცნონ და დაუმეგობრდნენ ქართველ თანატოლებს და გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.