პროექტის მიზანია, მოსწავლეებს გაუღრმავოს წიგნისადმი ინტერესი დაკითხვის პროცესი მიმზიდველ საქმიანობად აქციოს. დავანახოთ მოზარდებს კომპიუტერისაგან განსხვავებით რა უპირატესობა აქვს წიგნს. ასევე, სხვადასხვა სახის ლიტერატურის კითხვით აუმაღლდებათ ზოგადი განათლების დონე, დახვეწავენ მეტყველების კულტურას და ზემოთ ჩამოთვლილ ყველა უნარ-ჩვევას.
სასწავლო პროცესი მაშინ იქნება საინტერესო, თუ მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება სხვადასხვა სახის ლიტერატურა. ეს პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს, გახდნენ გემოვნებიანი მკითხველები, დაუახლოვდნენ წიგნს, განუვითარდებათ კითხვის, კრიტიკული აზროვნების, მსჯელობისა და სოციალური უნარ-ნაჩვევები, რაც დადებითად აისახება სასწავლო პროცესზე და ხელს შეუწყობს მის მრავალფეროვნებას.
სხვადასხვა გამოკვლევები და მოზარდთა ზოგად განათლებაზე ჩატარებული მონიტორინგი აჩვენებს, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებში მკვეთრად არის დაცემული წიგნის კითხვისადმი ლტოლვა. წიგნი ჩაანაცვლა კომპიუტერმა, სადაც მოსწავლეთა ნაწილი ერთობა სხვადასხვა სოციალურ ქსელში და დაკავებულია კომპიუტერული თამაშებით, რაც უარყოფითად აისახება მათ განათლებაზე. ამ პროექტით ვხედავ პრობლემის დაძლევის გზას, თუ მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე შევარჩევთ ლიტერატურას და შევქმნით მკითხველთა კლუბს, სადაც მოეწყობა სხვადასხვა სახის ნაწარმოების წაკითხვა და დისკუსიები.